3/22/2010



High5-TV

მოგესალმებით. მე გახლავართ ტელეკომპანია High5-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.მოგეხსენებათ ჩვენ დიდი წარმატებით ვმაუწყებლობთ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.მე მინდა მოკლეთ გაგცნოთ ჩემი ტელეარხის შინაარსი და რაც ყველაზე მთავარია დაგარწმუნოთ თუ რატომ უნდა გვიყუროთ ჩვენ.
ტელეკომპანია High5 არის მთელი სატელევიზიო სივრცის ნამდვილი აღმოჩენა.ეს არის ნაზავი ისეთი პროგრამებისა,რომელსაც დიდი სიამოვნებით უყურებს პენსიონერი ბაბუა, თინეიჯერი შვილიშვილი და დაღლილი დიასახლისიც კი.შინაარსობრივად ტელევიზია მრავალპროფილიანია და არა აქვა რაიმე კონკრეტული მიმართულება.მოიცავს ყველაფერს, რითაც შეიძლება ყველა ასაკის ადამიანის დაინტერესება.პროგრამებში მკაცრადაა გათვლილი დროის ფაქტორი, მაყურებლის ინტერესებიდან გამომდინარე.ასე მაგალითად:ტაიმაუტი ძირითადად ეძღვნება შემეცნებით და იუმორისტულ გადაცემებს, რადგან ამ დროს ოჯახის ყველა წევრს შეუძლია მისცეს თავს დასვენებისა და განტვირთვის უფლება.სარეკლამო ჭრები ხშირია მაგრამ არა ხანგრძლივი და გულისხმობს არა მხოლოდ სხვადასხვა ბრენდის პროდუქციის რეკლამას, არამედ ფილმების, სერიალების, შოუების, საბავშვო გადაცემების პრომორგოლებს.არის ინტერაქტიული გადაცემები სადაც მაყურებელსაც შეუძლია მონაწილეობის მიღება.პროგრამები არც სპორტულ-კულტურული სიახლეებითაა მწირი და არც მოდის ტენდენციებით.

სამუშაო დღეები.
ძირითადი პროგრამები:
1)დილის პროგრამა-,,ახალი დილა'', სხვადასხვა რუბრიკებითა და სიახლეებით.
2)საბავსვო პროგრამა-,,მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში''.
3)რეალითი შოუ (შოუები)
4)იუმორის საღამოები.
5)ტელესერიალი
6)სემეცნებითი პროგრამები.

უქმეები
ძირითადი პროგრამები:
1),,განაახლე გარდერობი''-საჭირო რჩევები და შემოთავაზებები.
2),,გააღრმავე შენი ცოდნა''-ინტელექტუალური თამაშები.
3),,მოკალათი სავარძელში''-საინტერესო და უცვეულო ისტორიები ცნობილ მოვლენებსა და ადამიანებზე, გულახდილი საუბრები, საავტორო გადაცემები.
4)გასართობი ობიექტები ძირითადი პროგრამები,ფასები და სემოტავაზებები.
ეს რაც შეეხებოდა მოკლეთ არხის შინაარსს.

High5-TV-თვალი არ მომაცილო! გსურთ გაიგოთ რატომ?გვიყურეთ 24საათის განმავლობაში, ჩვენ არ ვწყვეტთ მაუწყებლობას.შეაჩერეთ არჩევანი ჩვენს არხზე, დაისვენეთ აქტიურად და შეიმეცნეთ სასარგებლო.
გაინტერესებთ როგორ მიიღოთ სასურველი ინფორმაცია ნებისმიერ თემაზე,უმოკლეს დროში თანაც სახლიდან გაუსვლელად?ეს მხოლოდ ცჩვენს არხზეა შესაძლებელი.
დაზოგე დრო-ფულია...
ხართ გემოვნებიანი და პრეტენზიული მაყურებელი?გიყვარტ სიახლეები, ეძებთ საინტერესოს და დრო გზღუდავთ?დაივიწყეთ შეზღუდვები, გაქვთ შანსი გაიგოთ ყველაფერი, ყველაზე მაგარი, ყველაზე ადრე.ეს High5-ია უმაღლესი ხარისხი და საჭირო ინფორმაცია.







No comments:

Post a Comment