4/20/2010

უცნაური რეკორდები


12 ნოემბერი გინესის რეკორდების მსოფლიო დღეა. ეს დღესასწაული 2003 წელს დაწესდა მას შემდეგ, რაც გინესის რეკორდების წიგნის ეგზემპლართა რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა.

















იულიანო შტროე – 5 წლის ბავშვი რუმინეთიდან, რომელმაც თავისი თავი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანა. მან ეს საგმირო საქმე შეძლო ხელებზე სიარულით. მან შესძლო და 10 მილი გაიარა ხელებით, ფეხებზე კი მძიმე ბურთი ჰქონდა ჩამოკიდებული.


ამ ადამიანმა ხელში 14 კვერცხის დაჭერით მოხსნა რეკორდი. 






ლიი რემონდი დაიბადა 2 თებერვალს 1941 წელს. ის შესულია გინესის რეკორდების წიგნში როგორც ყველაზე გრძელი ფრჩხილების მქონე ქალი. ის ცხოვრობს იუტაში.მან ფრჩხილების გაზრდა დაიწყო 1979 და გადაწყვიტა მოეჭრა მხოლოდ 2006 წლის 22 ნოემბერს . შემდეგ მან გადაიფიქრა ფრჩხილების მოშორება და გადაწყვიტა დაემყარებინა მსოფლიო რეკორდი. მან ეს შეძლო 2008 წლის 23 თებერვალს . მისი ფრჩხილების საერთოს სიგრძე გახლდათ 8 მეტრი და 65 სმ. ყველაზე გრძელი ფრჩხილის სიგრძე კი 90 სმ მარჯვენა ცერზე.



4/10/2010

გია დვალის აღმოჩენები

გიორგი დვალი - (დაიბადა 1963 წელს) ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი, დღესდღეობით ითვლება მეცნიერულ ავტორიტეტად თეორიული ფიზიკის დარგში. გიორგი დვალმა 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, 1992 წელს მოიპოვა ხარისხი თბილისშივე თეორიულ ფიზიკაში. ამჟამად არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი თეორიულ ფიზიკაში. 2001 წელს მიიღო ნიუ-იორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც მას პირადად რუდოლფ ჯულიანიმ გადასცა.
ჟენევის ატომური კვლევების ცენტრის ჩEღN-ის თანამშრომელი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და მიუნხენის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი გია დვალი საქართველოს ფარგლებს გარეთ 1992 წლიდან მოღვაწეობს. მისი სამეცნიერო საქმიანობა ცოტა ხნის წინ ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის პრემიით აღინიშნა. პრემიით, რომელიც ნობელის პრემიის ანალოგიურია, გერმანიის განათლების სამინისტრო წამყვან მეცნიერებს აჯილდოვებს. გია დვალის კანდიდატურა კი მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. ქართველი ფიზიკოსის კვლევები ფუნდამენტურ მეცნიერებებს განეკუთვნება. გია დვალი კოლეგებთან ერთად ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს სამყაროს აგებულებისა და მისი ისტორიის შესახებ. რა არის ბუნების ის კანონები, რომლებიც სამყაროს ყველაზე ფუნდამენტურ ნაწილაკებს შორის მოქმედებს? რა კანონები მოქმედებდა ადრეულ სამყაროში დიდი აფეთქების მომენტში, საერთოდ არსებობდა თუ არა იმ დროს დრო და რა იყო მანამდე? რა არის სამყაროს მომავალი, არის თუ არა იგი სამგანზომილებიანი და ა.შ. ამისთვის კი გია დვალი კვლევების მთელ სპექტრს აწარმოებს, ხოლო შემდეგ სხვადასხვა შედეგებს თეორიულად და ექსპერიმენტულად ერთმანეთს უთავსებს, ეს ყველაფერი კი კვლევების ფართო დიაპაზონს ნიშნავს და ძალიან ფართო მეცნიერულ კვლევას მოითხოვს. შემოდგომაზე გია დვალი სხვა მეცნიერებთან ერთად ჩEღN-ის ამაჩქარებლის პროექტის დაწყებას ელოდება. როგორც იგი აღნიშნავს, ეს პროექტი კაცობრიობის მეცნიერული კვლევისთვის ეტაპური მნიშვნელობის იქნება. ”ეს არის უდიდესი ენერგია, რომლისთვისაც კაცობრიობას მიუღწევია და იგი გაგვიხსნის გზას, რათა შევისწავლოთ ბუნების ფუნდამენტური სტრუქტურა უმოკლეს მანძილებზე. ეს იქნება ჩვენი აქამდე დაგროვილი თეორიული მოსაზრებების გამოცდის ასპარეზი და ახალი აღმოჩენების წყარო”,-აღნიშნავს იგი.*
დღეისათვის ფიზიკა და კონკრეტულად, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა ახალ რენესანსს განიცდის. ახალგაზრდა თაობა ხელახლა იკვლევს სამყაროს მოწყობის აქამდე დამტკიცებულად მიჩნეულ მოდელს და მსოფლიოს რადიკალურ იდეებს სთავაზობს. მათი ნაწილი სხვადასხვა თეორიებს შორის კავშირებს და დროისა და სივრცის ურთიერთმიმართებას სწავლობს, ნაწილი კი სივრცული დამატებითი განზომილებების არსებობის დამადასტურებელ კვალს ეძებს. მათ შორის ერთ-ერთი, ვისმა აღმოჩენებმაც შესაძლოა ახალ ფიზიკას დაუდოს სათავე, ქართველი მეცნიერი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი გია დვალიც არის.
ფიზიკოსები აცხადებენ, რომ თეორიები, რომლებსაც პროფესორი დვალი თავის კოლეგებთან ერთად ავითარებს, ექსპერიმენტულად დამტკიცების შემთხვევაში, თანამედროვე ფიზიკაში ბევრ რამეს შეცვლის. მისი თამამი ჰიპოთეზები სამყაროს მოწყობას, გრავიტაციის კვანტურ თეორიას და დამატებითი განზომილებების აღმოჩენას შეეხება. მაგალითად, დღემდე ეჭვი არავის შეუტანია ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონის მართებულობაში, უფრო ზუსტად, ეს კანონი არც მცირე და არც დიდ მანძილებზე არავის გაუზომავს. დვალის (და მისი კოლეგების) თეორიის თანახმად, შეიძლება მოხდეს ამ კანონის მოდიფიცირება მცირე და დიდ მანძილებზე.
მნიშვნელოვანია მეცნიერთა მოსაზრებები დამატებითი განზომილებების თაობაზე. 1998 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა ნიმ არკანი-ჰამედმა (ტყ ფკლფტშ-რფქუვ) და მისმა კოლეგებმა - გია დვალმა და სავას დიმოპულოსმა (თყ ვშქწზწგდწთ) შეიმუშავეს ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც დამატებითი სივრცული განზომილებები შეიძლება აღმოჩნდეს მცირე მანძილებზე. ამჟამად ინტენსიურად ტარდება ცდები ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად. ამასთანავე, პროფესორმა დვალმა, თავის ქართველ კოლეგასთან, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორ გიგა გაბადაძესთან ერთად, თავის ბოლოდროინდელ შრომებში გამოთქვა მოსაზრება, რომ დამატებითი განზომილებები შეიძლება აღმოჩნდეს აგრეთვე დიდ მანძილებზეც, რაც ბოლო დროს აღმოჩენილი უცნაური ფენომენის, სამყაროს აჩქარებული გაფართოების ერთ-ერთი ახსნა შეიძლება იყოს (მეორე შესაძლო ახსნა ბნელი ენერგიის ჰიპოთეზაა). დამატებითი განზომილებების არსებობის დასადასტურებლად გია დვალი ჩართულია დიდ ექსპერიმენტებში, რომელიც ითვალისწინებს როგორც დედამიწაზე არსებულ ამაჩქარებლებზე ექსპერიმენტების ჩატარებას, ასევე, მთვარის ორბიტაზე დაკვირვებას (დღემდე მთვარის ორბიტა განსაზღვრულია სანტიმეტრების სიზუსტით, რაც საკმარისი ნამდვილად არ გახლავთ და იგი დამატებითი განზომილებების აღმოსაჩენად მილიმეტრების სიზუსტით უნდა გაიზომოს).
გია დვალის თეორიები დიდ ინტერესს იწვევს როგორც მის კოლეგებში, ასევე სტუდენტებში.
"ეს არის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძვირი და ყველაზე დიდი საერთაშორისო ექსპერიმენტი (დიდი ადრონული ამაჩქარებელი დრს სუკტ, ქ. ჟენევა), რომელიც მდებარეობს შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე, მიწის ზედაპირიდან 100 მეტრით სიღრმეში. მისი ამაჩქარებელი რგოლის პარამეტრებია: რადიუსი 4,3 კმ, სიგრძე 27 კმ, - მ.ტ.), რომლის მიზანიც არის მატერიის სტრუქტურის გაგება ყველაზე მოკლე მანძილებზე (დაახლოებით, 10-17 სანტიმეტრზე), რაც მნიშვნელოვანია არა მარტო ფიზიკისთვის, არამედ ზოგადსაკაცობრიო მსოფლმხედველობისთვის. თეორიულ ფიზიკაში მოღვაწე მეცნიერებმა ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარეს იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რას უნდა ველოდოთ ამ ექსპერიმენტიდან. ის ნათელს მოჰფენს კითხვას სამყაროში მასის გენერაციის (წარმოშობის) შესახებ", - განაცხადა გია დვალმა.

,, ჩვენი სპეციალობის მთავარი პრინციპი, უხეშად რომ ვთქვათ, ისაა, რომ გამუდმებით ვქმნით თეორიებს და მერე ვანადგურებთ მათ. ჩვენი მოღვაწეობის ძირითადი სფერო ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, კოსმოლოგია და მათი თანაკვეთაა. ეს არის საკითხები სამყაროს აგებულების ყველაზე დიდ და ცნობილ სტრუქტურებზე და მასშტაბებზე, რაც ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს, ან ვერც წარმოიდგინოს.

გვაინტერესებს პასუხები კითხვებზე - რა იყო სამყაროსა და მატერიის სტრუქტურის პირველსაწყისი, როგორია სამყაროს ისტორია და რა არის მისი მომავალი, რატომ არის სამყარო ისეთი, როგორიც არის, რატომ ვხედავთ მარტო სამ სივრცულ განზომილებას და არა მეტს, სად არიან სხვა დამატებითი განზომილებები, რა არის გრავიტაციის კვანტური თეორია და ა.შ. ჩვენი თეორიები ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობაა''
(უფრო აკონკრეტებს მისი თეორიის ძირითად არსს)
,, დამატებითი განზომილებები ჯერ ჰიპოთეზაა. ისინი შეიძლება არც არსებობენ. შეიძლება არსებობენ, მაგრამ იმდენად პატარა მანძილებზე, რომ, სამწუხაროდ, დღეს იგი შეიძლება ვერც ერთმა ექსპერიმენტმა ვერ დაადგინოს.
ექსპერიმენტების რამდენიმე კატეგორიაა - მაგალითად, კოსმოლოგიური კვლევები, რომელიც შეეხება დიდ მანძილებზე არსებულ განზომილებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არის ექსპერიმენტები, რომლებიც გრავიტაციის ცვლილებას უყურებენ მზის სისტემის შიგნით, მაგალითად, მთვარის ორბიტის ცვლილებას - ეს მთვარის პერიჰელიუმის პრეცესიაა, რომელიც, აგრეთვე, წინასწარმეტყველებს დამატებითი განზომილებების არსებობას. არსებობს, ასევე, მთვარის ლაზერული ზონდირების ექსპერიმენტი, რომლის დროსაც მთვარის ზედაპირზე ლაზერული სხივის არეკვლა ხდება. ამ ექსპერიმენტებიდანაც დიდ შედეგებს ველოდებით.
რა თქმა უნდა, ექსპერიმენტების მნიშვნელოვანი კატეგორიაა სუკტ-ის ამაჩქარებელი. ფედფთ -ს და თქთ-ს, კოლოსალური ბიუჯეტის მქონე და კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს ექსპერიმენტებს ფიზიკოსების მთელი არმია ამზადებს და ელოდება. ეს, იმედია, საშუალებას მოგვცემს დამატებითი განზომილებები დავამზიროთ უფრო მოკლე მანძილებზე. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ნებისმიერი პასუხი სასურველი შედეგის მიღების გარეშეც პასუხია - უარყოფითიც დიდ ინფორმაციას გვაძლევს და დადებითიც''.
მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთმიმართება არ არის ურთიერთგამომრიცხავი პროცესი, ეს მხოლოდ პარალელური პროცესია. ისინი არ უნდა განვიხილოთ ერთმანეთთან დაპირისპირებაში. ჩვენ მეცნიერულად ვაკვირდებით ისეთ მოვლენებს, რისი დამტკიცებაც ექსპერიმენტულად შეგვიძლია. ისეთი მოვლენები, რაც არ შეგვიძლია ცდებით გავიმეოროთ და დავამტკიცოთ, ყოველთვის იარსებებს. მაგალითად, ჩვენ ხომ არ შეგვიძლია თავიდან დავაბრუნოთ დრო, გავიმეოროთ ახალი დიდი აფეთქება და იგი განმეორებადი გავხადოთ. შესაბამისად, იარსებებს კითხვები, რომელზეც პასუხი არ გვექნება ან სხვაგან დავიწყებთ პასუხის ძიებას. ეს ბუნებრივია, თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ რა კითხვაზეც პასუხი არ გვექნება, მას აუცილებლად რელიგიური ინტერპრეტაცია უნდა მიეცეს.
არსებობს ფუნდამენტური კითხვები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ცნობიერად თუ ქვეცნობიერად აწუხებს - საიდან ვართ ჩვენ, რა დანიშნულება გვაქვს, როგორ წარმოვიშვით, რამე განსაკუთრებული მისია გვაკისრია თუ სამყაროს ერთი პატარა ნაწილი ვართ. ლოგიკურია თუ შემთხვევითი, რომ ჩვენი ადგილი ამ სამყაროშია. - ბევრ ასეთ კითხვაზე მეცნიერული პასუხის გაცემა შეუძლებელია დღესაც და შეუძლებელი იქნება რაღაც დროის განმავლობაში. პირველსაწყისის რელიგიური ინტერპრეტაცია და მეცნიერული ახსნა ერთმანეთს არ უნდა დავუპირისპიროთ. არის ნორმები, რაც შეიძლება მეცნიერულად შეისწავლო და არის ისეთი რამ, რაც მეცნიერულად, ტექნიკურად მიუწვდომელია.
,,მეცნიერების მდგომარეობა საქართველოში რთულია. რა თქმა უნდა, პოტენციალი არსებობს და საკმაოდ დიდიც, მაგრამ მას გამოყენება და განვითარება უნდა. ამისთვის კი ერთადერთი ნაცადი გზა ისაა, რომ სახელმწიფომ პრიორიტეტად დაისახოს მეცნიერების განვითარება. რასაკვირველია, ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა...თანაც, მოგება ამ ინვესტიციიდან ასმაგია, თუმცა ერთი შეხედვით ეს შეიძლება არ ჩანს”,-ასეთ განცხადებას აკეთებს ქართველი ფიზიკოსი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი გია დვალი. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში მეცნიერების დაფინანსება გაიზარდა და ამ მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, ქართველი მეცნიერებისთვის საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების პრაქტიკული რეალიზაციისთვის საჭირო პირობები კვლავაც არასახარბიელოა. სამაგიეროდ, პოტენციალი, რომელიც გია დვალის თქმით, საქართველოში ნამდვილად არსებობს, ხშირად ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჰპოვებს გამოვლენას. ძალიან ბევრი ქართველი მეცნიერი უცხოეთის წამყვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში წარმატებით მოღვაწეობს.

ქართული ფოტოს ისტორია

საქართველოში პირველი კერძო ფოტოსტუდიები 1840-იან წლებში გაიხსნა. პირველი ქართველი ფოტოგრაფი, რომელსაც საკუთარი სტუდია ჰქონდა იყო ალექსანდრე როინიშვილი (1846-98). ვ. ხლამოვის ხელშეწყობით თბილისში გიახსნა სტუდია "რემბრადტი". 1880-89 წლებში ა.ლექსანდრე როინიშვილმა იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დროებით კი დასახლდა თელავში. ფეხით მოიარა დაღესტანი, სადაც თემირ-ხან-შურაში (ახლანდელი ქ. ბუინაქსკი) რვა წელი იცხოვრა და ქართული კულტურის მრავალ საყურადღებო წყაროს წააწყდა. მოგზაურობისას იღებდა გეოგრაფიულად თუ ეთნოგრაფიულად საინტერესო მასალას. ალექსანდრე როინიშვილის შემოქმედების ძირითადი თემა ქართველი ერის ცხოვრება, მათი ეკონომიკური და სოციალური ყოფა იყო. გამოსცა ძველი ლიტერატურისა და ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა დიდი ფორმატის სურათები, შექმნა რუსთაველის პირველი გრაფიკული პორტრეტი, რომლის ათასობით ფოტოასლი გავრცელდა ხალხში. ალექსანდრე როინიშვილმა წლების განმავლობაში შეკრებილი სიძველეთა ნიმუშებითა და უძვირფასესი ფოტოსურათებით შექმნა ეროვნული მოძრავი გამოფენა, რომლითაც 1887 წლიდან იმოგზაურა რუსეთში, ასტრახანის, მოსკოვის და პეტერბურგის საზოგადოებას, ნაცვლად ეგზოტიკური კავკასიური სიუჟეტებისა, გააცნო ქართველი ხალხის ძველი კულტურა და თავისთავადი ყოფის ამსახველი ნაწარმოებები.
ალექსანდრე როინიშვილი - პირველი მესურათხატე დაიბადა დუშეთში, ღარიბი ხელოსნის ოჯახში. ალექსანდრე როინიშვილმა შთამომავლობას დაუტოვა მდიდარი ფოტოკოლექცია სადაც აღწერა იმდროინდელი საქართველოს და კავკასიის ხალხების ყოფა, კულტურა ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ფოტო პორტრეტები.
ალექსანდრე როინიშვილს 1889-1898 წლებისთვის თბილისში უკვე სამი ფოტოსტუდია ქონდა, თანამშრომლობდა ფრანგულ ჟურნალთან და ქართულ გამომცემლობებთან: :ბუნების კარი” და ”ქართველთან ტომი”. ალექსანდრე როინიშვილი გარდაიცვალა 1898 წლის 11 მაისს. დაკრაძალულია თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ალექსანდრე როინიშვილმა გამოზარდა ქართველი ფოტოგრაფები: ი. აბულაძე, ი. ანთაძე, ი. გუნცაძე, ზ. ლაბაური, ვ. როინიშვილი, ი. როსტომაშვილი, გ. ხუნდაძე, ი. ფურცელაძე და სხვები.

80-იან წლებში ფოტოსტუდიები ძალიან მომრავლდა. თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა დ. ერმაკოვის სტუდია. ერმაკოვმა იმოგზაურა კავკასიის სხვადასხვა კუთხეში და დიდძალ ფოტომასალას მოუყარა თავი; შეკრიბა საქართველიში მოღვაწე ფოტოგრაფთა ნამუშევრები, დაახარისხა თემატურად და ცალ-ცალკე ალბომებად შეკრიბა. ზოგი მათგანი საზღვარგარეთის მუზეუმებს (პარიზი, ლონდონი) გაუგზავნა, რამდენიმე კი დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კუთვნილებაა. XIX საუკუნის დამლევს საქართველოში შეიქმნა სრულიად საქართველოს მხატვარ-კალიგრაფების საზოგადოება. იმ დროინდელი ფოტოგრაფია უტილიტარული, ყოფითი ხასიათისა იყო. იშვიათობას წარმოადგენდა განყენებულ თემაზე შექმნილი სურათები. ეს აიხსნება იმით, რომ "ხილული მეხსიერება", როგორც ზოგჯერ ფოტოგრაფიას უწოდებენ, კერძო პირთა ყოველდღიურ საჭიროებას ემსახურებოდა.

XX საუკუნის დასაწყისში ხარისხობრივად შეიცვალა ქართული ფოტოგრაფია, სალონური, კამერული თემატიკა შეცვალა სინამდვილის ამსახველმა სურათებმა. გაძლიერდა ფოტოგრაფიის სოციალური ჟღერადობა, გაფართოვდა ფოტოგრაფიული სურათის, როგორც სიმართლის ამსახველი დოკუმენტის ფუნქცია.

4/06/2010

ნარკოტიკების მუზეუმი მექსიკაში




მექსიკა ითვლება ერთ-ერთ მსხვილ ნარკოტიკების მიმწოდებლად აშშ-ს ბაზარზე. მექსიკამ ბრძოლა გამოუცხადა ნარკომოვაჭრეებს და მეხიკოში გახსნა ”ნარკოტიკების მუზეუმი”, სადაც ძველად ხდებოდა ჯარისკაცთა , დიპლომატთა და კადეტთა მომზადება ნარკობრძოლაში. ამჟამად მუზეუმი ღიაა მხოლოდ მექსიკური მთავრობისთვის , უცხოელი დიპლომატთათვის, კურსდამთავრებულ კადეტთათვის და ზოგიერთი ჟურნალისტისთვის. უბრალო ხალხისთვის მუზეუმი დახურულია.

1. მტერს სახეზე უნდა სცნობდე

სხვადასხვა ნარკოტიკების ნიმუშები, რომლებიც მოთავსებულია მინის ჭურჭელში, გამოფენილია გასაცნობად.2. ნარკომოძრაობა3 განზომილებიანი რუკა , რომელიც აჩვენებს ნარკომოძრაობას სამხრეთიდან აშშ-ში.3. საიდუმლო საწყობების ნიმუშებისად აღარ ჩურთავენ ნარკოკურიერები თავიანთ ტვირთს. ერთ-ერთი საიდუმლო საწყობი სერფინგის დაფაა.4. ნაგაზი ”ზაიაკი”ძაღლის ხსოვნა, რომელიც დაიღუპა 2008 წელს და რომელმაც იპოვა 3628 კგ. სხვადასხვა ნარკოტიკი, მუზეუმშია უკვდავყოფილი.5. მდიდარი ერთ-ერთი ნარკომოვაჭრეს პისტოლეტი. ამ 9 მილიმეტრიანი ბრინჯაოსტარიან პისტოლეტს ბრილიანტებით ჩასმული ინიციალები აქვს – LMJ.


6. მექსიკელი ფერმერი

დიორამა ნატურალური ზომებით. ფერმერი , რომელიც იცავს თავის ყაყაჩოს მოსავალს – წყნარი, მაგრამ ამავე დროს საშიში. დიორამას თან სდევს ჩანაწერები ნარკო-კორიდის – ნარკომოვაჭრეების პოპულარული ბალადებისა

7. ნარკოტიკების ”ინკუბატორი”

მარიხუანის გასაშრობი ხელნაკეთი მოწყობილობა, რომელიც ძალიან ჰგავს წიწილების გამოსაჩეკ ინკუბატორს , მხოლოდ აქ მექსიკელები ოქროს კვერცხს ჩეკავდნენ – და აშრობდნენ მარიხუანას. იგი ნაპოვნი იქნა საშინაო ვითარებაში, პოლიციური ოპერაციის დროს და დღეს ის იმყოფება მუზეუმში.

8. იცანი მტერი

ასე გამოიყურება ტიპიური ნარკომოვაჭრე მექსიკაში, ოქროს ჯაჭვით კისერზე, დოლარების შეკვრით ჯიბეში და ძლიერი თოფის ლულით ქამარზე

9. მოსაწევი მოწყობილობა

ამ სტენდზე წარმოდგენილია განსხვავებული მოწყობილობა, სპირალური მილები, ნარკოტიკების დამზადებისთვის. ეს არის ნამდვილი სოციალური ფენომენი ”ნარკო-კულტურის” …რას აღარ მოიფიქრებს ადამიანი, ბალახის ხარისხიანად გამოყენების მიზნით

.

10. STOP კონტროლი

ამ დიორამაზე წარმოდგენილია პოლიციელები და ჯარისკაცები, რომლებიც ნარკომოვაჭრეების დაჭერის დროს გზას ბლოკავენ . უკანასკნელ 3 წელიწადში მექსიკურმა შეიარაღებულმა ძალებმა კონფისკაცია გაუკეთეს 443 თვითმფრინავს, 14 622 ავტომობილს და 43 118 იარაღს. პოლიციელებმა აგრეთვე ხელში ჩაიგდეს 113 990 520 დოლარი ნაღდი ფულით.

11. კვლავ სამალავი

აქ ნაჩვენებია, როგორაა დამალული ნარკოტიკები საკვები და სასმელი პროდუქტების ქილებში .

12. ახალი რელიგია

სტენდი რომელიც ეძღვნება განსხვავებულ რელიგიებს , რომლებსაც იდეალიზებული აქვთ ნარკოტიკები და ნარკოვაჭრობა. აქ დგას ბიუსტი იესო მალვერდისა, რომელიც ითვლება ნარკომოვაჭრეების მფარველად და რობინ ჰუდად ღარიბებისთვის. მოკლეს 1909 წელს

13. რელიგია, როგორც სამალავი…

ნარკოტიკები დამალულია ქალწულ მარიამ გვადალუპელის ჩარჩოში. 9 ასეთი ნახატი იქნა ნაპოვნი სამგზავრო ავტობუსის ჩხრეკისას მექსიკაში, სონორაში. საბოლოოდ კი კონფისკირებულ იქნა 49 კგ. მარიხუანა.




4/04/2010


      დადგა გაზაფხული და ბუნების მაცოცხლებელ ენერგიასთან ერთად ღირსშესანიშნავმა თარიღებმაც იმატა. აპრილის თვე ამ მხრივ განსაკუთრბით მდიდარია. წელს უკვე მეთექვსმეტედ საქართველოს მოსახლეობა 15 აპრილს _ სიყვარულის დღეს ზეიმობს. ადამიანების ერთი კატეგორია ამ დღესასწაულს ოფიციალურად აღნიშნავს, ნაწილისთვის უბრალოდ სასიამოვნო თარიღია, თუმცა ზოგადად ამ დღესთან დაკავშირებით სამომხმარებლო ბაზარზე მზადების ტენდენცია შეიმჩნევა, რაც გამოხატულია სხვადასხვა ფასდაკლებებითა და დამატებითი შემოთავაზებებით. ეს დღე ძირითადად მაინც შეყვარებული წყვილებისთვისაა განკუთვნილი და იგი საქართველოში ,,ვალენტინობის” (რომელიც 14 თებრვალს აღინიშნება) დღესასწაულის ექვივალენტად იქცა. მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს ,,ვალენტინობას” ქრისტიანულ დღესასწაულად, მიუხედავად მისა, რომ ამ დღეს მართლაც აღინიშნება მესამე საუკუნესი მცხოვრები წმინდა მოწამე ვალენტინე ინტერამელის ხსენება. მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობის მეორე დღეს სიყვარულის დღესასწაულს _ სამებობას აღნიშნავს., ხოლო საქართველოს ეკლესია გერგეტის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის დღესასწაულსაც (16 ივლისი) სიყვარულის დღედ მოიხსენებს. რაც შეეხება ვალენტინობის დღესასწაულის დამკვიდრებას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ერთი ხალხური გადმოცემა უდევს საფუძვლად. ლეგენდის თანახმად მღვდელი ვალენტინე შეყვარებულთა მფარველად და მეოხად მიიჩნეოდა. მაშინ როცა კლავდიუს მეორემ რომში აკრძლა ახალგაზრდების ქორწინება, რადგან ჩათვალა, რომ დაოჯახებული ცუდად იბრძვიან, მღვდელი ვალენტინე შეყვარებულ წყვილებს ჯვარს ჩუმად სწერდა.ამ მიზეზით იგი აწამეს, დაატყვევეს და ციხეში გარდაიცვალა. მის მოსახსენიებლად კი საზოგადოება ,,ვალენტინობას” აღნიშნავს. 
        15 აპრილის სიყვარულის დღედ წოდებას საქართველოში თავისი ისტორია აქვს, რომელიც სათავეს 1994 წლის 15 აპრილიდან იღებს. ეს ის თარიღია, როცა რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში შეკრებილმა მთავრობის წარმომადგენელმა და რიგითმა მოქალაქეებმა ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე ერთხმად საქართველოში 15 აპრილი ,,სიყვარულის დღედ” აირჩიეს.ამ დღის დაარსების იდეა კი ერთ _ ერთი ახალგაზრდული გაზეთის ,,კოქტეილის” რედაქტორს ბესიკ ჩუბინიძეს ეკუთვნის. მან ,,სიყვარულის დღის” აღნიშვნა საზოგადოებას გაზეთის ფურცლებიდან შესთავაზა და თარიღის არჩევაც მათვე მიანდო. შეთავაზებული ვარიანტებიდან შეირჩა ცნობილი პუბლიცისტისა და ტელე _ ჟურნალისტის გიგა მახვილაძის იდეა, რომ 15 აპრილი ყოფილიყო ,,სიყვარულის დღე” და ამის ახსნა ფიზიკის კანონს დაუკავშირა. ,,რადგან 15 აპრილი გაზაფხულის შუა თვის შუა რიცხვია ე.ი. ცენტრირებულია, ფიზიკის კანონის თანახმად, რაც ცენტრირებულია აუცილებლად მდგრადია და ყველაზე დიდი მიღწევა კი სიყვარულის მდგრადობაა” _ აღნიშნა მან. Aამ დღიდან მოყოლებული საზოგადოება ყოველ 15 აპრილს ,,სიყვარულის” დღეს ზეიმობს. ოველწლიურად იმართება ღონისძიებები, სპეციალური აქციები, ფასდაკლებები და ა.შ. 2008 წელს ეს დღე განსაკუთრებული ანშლაგით ჩაიარა. გაიმართა კონცერტები ფოთში, ბათუმში. Aარც დღევანდელი წელია გამონაკლისი. მერიის მიერ იგეგმება რამდენიმე ღონისძიება, რომლის დეტალებიც დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი. გარდა ამისა სხვადასხვა რესტორნები, კაფეები, ყვავილების სალონები და საიუველირო მაღაზიები გვპირდებიან სპეციალურ ფასდაკლებებსა და შემოთავაზებებს, რათა რაც შეიძლება რომანტიულად და სასიამოვნოთ გავატაროთ ეს დღე. 
        მერე რა, რომ 15 აპრილი კალენდარზე წითლად არაა მონიშნული და არც არც ოფიციალურადაა დასვენების დღე, მაგრამ უფალმა ხომ ყოველი დღე დააწესა ჭეშმარიტი სიყვარულით ერთობის აღსანიშნავად.

ჩემი პატარა