3/10/2010

მოკლე ანალიზი

მოკლეთ გაგაცნობთ ჩემ შეფასებას სამი პოლიტიკური ინტერნეტ საიტის შესახებ. ძირითადი კრიტერიუმი არის პოლიტიკური მასალების გაშუქება, კონკრეტულად საარჩევნო საკითხებზე. ზედაპირული დათვალიერებისშედეგად, გაზეთ  24საათის ინტერნეტ ვერსიამ დატოვა შთაბეჭდილება, რომ სტატიები დატვირთულია ფაქტების ინტერპრეტაციით, როგორც ჭურნალისტის ასევე რესპოდენტების მხრიდან. დიდი ყურადღებაა დათმობილი საარჩევნო საკითხების გაშუქებას. იმედის ტელევიზიის შემთხვევაში გაცილებით ნაკლები დროა დათმობილი საარჩევნო საკითხებზე და უფრო წინა პლანზეა რუსეთ საქართველოს ურთიერთობები. პოლიტიკოსთა რუსული ვოიაჟები და მასთან დაკავშირებული შეფასებები. რუსთავი 2 ამ შემთხვევაში უფრო არბიტრის როლშია წარმოდგენილი, რომელიც არც მწვადს წვავს და არც შამფურს. გამოირჩევა უფრო სიახლეებითა და ობიექტური შეფასებებით. წარმოდგენილია პოლიტიკოსთა ორივე მხარე როგორც პოზიციიდან ასევე ოპოზიციიდან თუმცა არა აბსოლუტურად თანაბარი კონცენტრაციით. მიუხედავად ამისა ეს მიდგომა უფრო ობიექტურობის ელფერს მატებს.(კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს არის ზედაპირული დაკვირვების შედეგი, თუმცა ეჭვი მაქვს ღრმა ანალიზის შედეგად რამე ძირეული ცვლილებები შევიდეს შეფასებაში.)

No comments:

Post a Comment