3/31/2010

სამაგისტო პროგრამა



   

ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამას აფინანსებს:
ბრითიშ პეტროლიუმი (BP);
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო;
ფონდი “ღია საზოგადოება” (OSI);
შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida);
მსოფლიო ბანკი (WB);
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID);
სხვა დონორი ორგანიზაციები.
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სამაგისტრო პროგრამაში სწავლა ორწლიანია. ISET-ის სასწავლო პროგრამა აშშ-ს და დასავლეთ ევროპის პროგრამების შესაბამისია. სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. უნივერსიტეტში ასწავლიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული პროფესორები.
სამაგისტრო პროგრამაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს საშუალება ექნებათ მოიპოვონ მომავალი ლიდერის სტიპენდია (Future Leader's Scholarships), რომელიც სტუდენტს დაუფარავს სწავლის სრულ საფასურს და დაუნიშნავს სტიპენდიას თვეში 500 აშშ დოლარის ოდენობით. ISET-ი მომავალი ლიდერის სტიპენდიას ათ საუკეთესო სტუდენტს დაუნიშნავს.
გარდა ამისა, ყველა წარმატებულ სტუდენტს დაეფარება სწავლის გადასახადის ნაწილი და დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდია. სტუდენტებს აგრეთვე საშუალება ეძლევათ მიიღონ ISET-ის სტუდენტებისათვის სპეციალურად შექმნილი შეღავათიანი სესხები. თბილისს გარეთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს, სწავლის პერიოდში, ISET-ი უზრუნველყოფს საცხოვრებელი ბინებით.
საუკეთესო სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა ისწავლონ ერთი სემესტრი აშშ-ს ან დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში, გაიარონ პრაქტიკა სამთავრობო, არასამთავრობო სექტორში და კერძო კომპანიებში, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა კონცენტრაციებში, როგორიცაა ენერგო, ფინანსური, საერთაშორისო ვაჭრობისა და კვლევითი კონცენტრაციები, და გააგრძელონ სწავლა დოქტორანტურაში აშშ-ს და დასავლეთ ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, სრული დაფინანსებით.
სამაგისტრო პროგრამაზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ISET - ის ვებ-გვერდს.
მიმდინარეობს რეგისტრაცია

No comments:

Post a Comment