4/04/2010


      დადგა გაზაფხული და ბუნების მაცოცხლებელ ენერგიასთან ერთად ღირსშესანიშნავმა თარიღებმაც იმატა. აპრილის თვე ამ მხრივ განსაკუთრბით მდიდარია. წელს უკვე მეთექვსმეტედ საქართველოს მოსახლეობა 15 აპრილს _ სიყვარულის დღეს ზეიმობს. ადამიანების ერთი კატეგორია ამ დღესასწაულს ოფიციალურად აღნიშნავს, ნაწილისთვის უბრალოდ სასიამოვნო თარიღია, თუმცა ზოგადად ამ დღესთან დაკავშირებით სამომხმარებლო ბაზარზე მზადების ტენდენცია შეიმჩნევა, რაც გამოხატულია სხვადასხვა ფასდაკლებებითა და დამატებითი შემოთავაზებებით. ეს დღე ძირითადად მაინც შეყვარებული წყვილებისთვისაა განკუთვნილი და იგი საქართველოში ,,ვალენტინობის” (რომელიც 14 თებრვალს აღინიშნება) დღესასწაულის ექვივალენტად იქცა. მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს ,,ვალენტინობას” ქრისტიანულ დღესასწაულად, მიუხედავად მისა, რომ ამ დღეს მართლაც აღინიშნება მესამე საუკუნესი მცხოვრები წმინდა მოწამე ვალენტინე ინტერამელის ხსენება. მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობის მეორე დღეს სიყვარულის დღესასწაულს _ სამებობას აღნიშნავს., ხოლო საქართველოს ეკლესია გერგეტის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის დღესასწაულსაც (16 ივლისი) სიყვარულის დღედ მოიხსენებს. რაც შეეხება ვალენტინობის დღესასწაულის დამკვიდრებას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ერთი ხალხური გადმოცემა უდევს საფუძვლად. ლეგენდის თანახმად მღვდელი ვალენტინე შეყვარებულთა მფარველად და მეოხად მიიჩნეოდა. მაშინ როცა კლავდიუს მეორემ რომში აკრძლა ახალგაზრდების ქორწინება, რადგან ჩათვალა, რომ დაოჯახებული ცუდად იბრძვიან, მღვდელი ვალენტინე შეყვარებულ წყვილებს ჯვარს ჩუმად სწერდა.ამ მიზეზით იგი აწამეს, დაატყვევეს და ციხეში გარდაიცვალა. მის მოსახსენიებლად კი საზოგადოება ,,ვალენტინობას” აღნიშნავს. 
        15 აპრილის სიყვარულის დღედ წოდებას საქართველოში თავისი ისტორია აქვს, რომელიც სათავეს 1994 წლის 15 აპრილიდან იღებს. ეს ის თარიღია, როცა რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში შეკრებილმა მთავრობის წარმომადგენელმა და რიგითმა მოქალაქეებმა ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე ერთხმად საქართველოში 15 აპრილი ,,სიყვარულის დღედ” აირჩიეს.ამ დღის დაარსების იდეა კი ერთ _ ერთი ახალგაზრდული გაზეთის ,,კოქტეილის” რედაქტორს ბესიკ ჩუბინიძეს ეკუთვნის. მან ,,სიყვარულის დღის” აღნიშვნა საზოგადოებას გაზეთის ფურცლებიდან შესთავაზა და თარიღის არჩევაც მათვე მიანდო. შეთავაზებული ვარიანტებიდან შეირჩა ცნობილი პუბლიცისტისა და ტელე _ ჟურნალისტის გიგა მახვილაძის იდეა, რომ 15 აპრილი ყოფილიყო ,,სიყვარულის დღე” და ამის ახსნა ფიზიკის კანონს დაუკავშირა. ,,რადგან 15 აპრილი გაზაფხულის შუა თვის შუა რიცხვია ე.ი. ცენტრირებულია, ფიზიკის კანონის თანახმად, რაც ცენტრირებულია აუცილებლად მდგრადია და ყველაზე დიდი მიღწევა კი სიყვარულის მდგრადობაა” _ აღნიშნა მან. Aამ დღიდან მოყოლებული საზოგადოება ყოველ 15 აპრილს ,,სიყვარულის” დღეს ზეიმობს. ოველწლიურად იმართება ღონისძიებები, სპეციალური აქციები, ფასდაკლებები და ა.შ. 2008 წელს ეს დღე განსაკუთრებული ანშლაგით ჩაიარა. გაიმართა კონცერტები ფოთში, ბათუმში. Aარც დღევანდელი წელია გამონაკლისი. მერიის მიერ იგეგმება რამდენიმე ღონისძიება, რომლის დეტალებიც დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი. გარდა ამისა სხვადასხვა რესტორნები, კაფეები, ყვავილების სალონები და საიუველირო მაღაზიები გვპირდებიან სპეციალურ ფასდაკლებებსა და შემოთავაზებებს, რათა რაც შეიძლება რომანტიულად და სასიამოვნოთ გავატაროთ ეს დღე. 
        მერე რა, რომ 15 აპრილი კალენდარზე წითლად არაა მონიშნული და არც არც ოფიციალურადაა დასვენების დღე, მაგრამ უფალმა ხომ ყოველი დღე დააწესა ჭეშმარიტი სიყვარულით ერთობის აღსანიშნავად.

No comments:

Post a Comment