4/10/2010

გია დვალის აღმოჩენები

გიორგი დვალი - (დაიბადა 1963 წელს) ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი, დღესდღეობით ითვლება მეცნიერულ ავტორიტეტად თეორიული ფიზიკის დარგში. გიორგი დვალმა 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, 1992 წელს მოიპოვა ხარისხი თბილისშივე თეორიულ ფიზიკაში. ამჟამად არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი თეორიულ ფიზიკაში. 2001 წელს მიიღო ნიუ-იორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც მას პირადად რუდოლფ ჯულიანიმ გადასცა.
ჟენევის ატომური კვლევების ცენტრის ჩEღN-ის თანამშრომელი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და მიუნხენის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი გია დვალი საქართველოს ფარგლებს გარეთ 1992 წლიდან მოღვაწეობს. მისი სამეცნიერო საქმიანობა ცოტა ხნის წინ ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის პრემიით აღინიშნა. პრემიით, რომელიც ნობელის პრემიის ანალოგიურია, გერმანიის განათლების სამინისტრო წამყვან მეცნიერებს აჯილდოვებს. გია დვალის კანდიდატურა კი მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. ქართველი ფიზიკოსის კვლევები ფუნდამენტურ მეცნიერებებს განეკუთვნება. გია დვალი კოლეგებთან ერთად ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს სამყაროს აგებულებისა და მისი ისტორიის შესახებ. რა არის ბუნების ის კანონები, რომლებიც სამყაროს ყველაზე ფუნდამენტურ ნაწილაკებს შორის მოქმედებს? რა კანონები მოქმედებდა ადრეულ სამყაროში დიდი აფეთქების მომენტში, საერთოდ არსებობდა თუ არა იმ დროს დრო და რა იყო მანამდე? რა არის სამყაროს მომავალი, არის თუ არა იგი სამგანზომილებიანი და ა.შ. ამისთვის კი გია დვალი კვლევების მთელ სპექტრს აწარმოებს, ხოლო შემდეგ სხვადასხვა შედეგებს თეორიულად და ექსპერიმენტულად ერთმანეთს უთავსებს, ეს ყველაფერი კი კვლევების ფართო დიაპაზონს ნიშნავს და ძალიან ფართო მეცნიერულ კვლევას მოითხოვს. შემოდგომაზე გია დვალი სხვა მეცნიერებთან ერთად ჩEღN-ის ამაჩქარებლის პროექტის დაწყებას ელოდება. როგორც იგი აღნიშნავს, ეს პროექტი კაცობრიობის მეცნიერული კვლევისთვის ეტაპური მნიშვნელობის იქნება. ”ეს არის უდიდესი ენერგია, რომლისთვისაც კაცობრიობას მიუღწევია და იგი გაგვიხსნის გზას, რათა შევისწავლოთ ბუნების ფუნდამენტური სტრუქტურა უმოკლეს მანძილებზე. ეს იქნება ჩვენი აქამდე დაგროვილი თეორიული მოსაზრებების გამოცდის ასპარეზი და ახალი აღმოჩენების წყარო”,-აღნიშნავს იგი.*
დღეისათვის ფიზიკა და კონკრეტულად, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა ახალ რენესანსს განიცდის. ახალგაზრდა თაობა ხელახლა იკვლევს სამყაროს მოწყობის აქამდე დამტკიცებულად მიჩნეულ მოდელს და მსოფლიოს რადიკალურ იდეებს სთავაზობს. მათი ნაწილი სხვადასხვა თეორიებს შორის კავშირებს და დროისა და სივრცის ურთიერთმიმართებას სწავლობს, ნაწილი კი სივრცული დამატებითი განზომილებების არსებობის დამადასტურებელ კვალს ეძებს. მათ შორის ერთ-ერთი, ვისმა აღმოჩენებმაც შესაძლოა ახალ ფიზიკას დაუდოს სათავე, ქართველი მეცნიერი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი გია დვალიც არის.
ფიზიკოსები აცხადებენ, რომ თეორიები, რომლებსაც პროფესორი დვალი თავის კოლეგებთან ერთად ავითარებს, ექსპერიმენტულად დამტკიცების შემთხვევაში, თანამედროვე ფიზიკაში ბევრ რამეს შეცვლის. მისი თამამი ჰიპოთეზები სამყაროს მოწყობას, გრავიტაციის კვანტურ თეორიას და დამატებითი განზომილებების აღმოჩენას შეეხება. მაგალითად, დღემდე ეჭვი არავის შეუტანია ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონის მართებულობაში, უფრო ზუსტად, ეს კანონი არც მცირე და არც დიდ მანძილებზე არავის გაუზომავს. დვალის (და მისი კოლეგების) თეორიის თანახმად, შეიძლება მოხდეს ამ კანონის მოდიფიცირება მცირე და დიდ მანძილებზე.
მნიშვნელოვანია მეცნიერთა მოსაზრებები დამატებითი განზომილებების თაობაზე. 1998 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა ნიმ არკანი-ჰამედმა (ტყ ფკლფტშ-რფქუვ) და მისმა კოლეგებმა - გია დვალმა და სავას დიმოპულოსმა (თყ ვშქწზწგდწთ) შეიმუშავეს ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც დამატებითი სივრცული განზომილებები შეიძლება აღმოჩნდეს მცირე მანძილებზე. ამჟამად ინტენსიურად ტარდება ცდები ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად. ამასთანავე, პროფესორმა დვალმა, თავის ქართველ კოლეგასთან, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორ გიგა გაბადაძესთან ერთად, თავის ბოლოდროინდელ შრომებში გამოთქვა მოსაზრება, რომ დამატებითი განზომილებები შეიძლება აღმოჩნდეს აგრეთვე დიდ მანძილებზეც, რაც ბოლო დროს აღმოჩენილი უცნაური ფენომენის, სამყაროს აჩქარებული გაფართოების ერთ-ერთი ახსნა შეიძლება იყოს (მეორე შესაძლო ახსნა ბნელი ენერგიის ჰიპოთეზაა). დამატებითი განზომილებების არსებობის დასადასტურებლად გია დვალი ჩართულია დიდ ექსპერიმენტებში, რომელიც ითვალისწინებს როგორც დედამიწაზე არსებულ ამაჩქარებლებზე ექსპერიმენტების ჩატარებას, ასევე, მთვარის ორბიტაზე დაკვირვებას (დღემდე მთვარის ორბიტა განსაზღვრულია სანტიმეტრების სიზუსტით, რაც საკმარისი ნამდვილად არ გახლავთ და იგი დამატებითი განზომილებების აღმოსაჩენად მილიმეტრების სიზუსტით უნდა გაიზომოს).
გია დვალის თეორიები დიდ ინტერესს იწვევს როგორც მის კოლეგებში, ასევე სტუდენტებში.
"ეს არის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძვირი და ყველაზე დიდი საერთაშორისო ექსპერიმენტი (დიდი ადრონული ამაჩქარებელი დრს სუკტ, ქ. ჟენევა), რომელიც მდებარეობს შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე, მიწის ზედაპირიდან 100 მეტრით სიღრმეში. მისი ამაჩქარებელი რგოლის პარამეტრებია: რადიუსი 4,3 კმ, სიგრძე 27 კმ, - მ.ტ.), რომლის მიზანიც არის მატერიის სტრუქტურის გაგება ყველაზე მოკლე მანძილებზე (დაახლოებით, 10-17 სანტიმეტრზე), რაც მნიშვნელოვანია არა მარტო ფიზიკისთვის, არამედ ზოგადსაკაცობრიო მსოფლმხედველობისთვის. თეორიულ ფიზიკაში მოღვაწე მეცნიერებმა ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარეს იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რას უნდა ველოდოთ ამ ექსპერიმენტიდან. ის ნათელს მოჰფენს კითხვას სამყაროში მასის გენერაციის (წარმოშობის) შესახებ", - განაცხადა გია დვალმა.

,, ჩვენი სპეციალობის მთავარი პრინციპი, უხეშად რომ ვთქვათ, ისაა, რომ გამუდმებით ვქმნით თეორიებს და მერე ვანადგურებთ მათ. ჩვენი მოღვაწეობის ძირითადი სფერო ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, კოსმოლოგია და მათი თანაკვეთაა. ეს არის საკითხები სამყაროს აგებულების ყველაზე დიდ და ცნობილ სტრუქტურებზე და მასშტაბებზე, რაც ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს, ან ვერც წარმოიდგინოს.

გვაინტერესებს პასუხები კითხვებზე - რა იყო სამყაროსა და მატერიის სტრუქტურის პირველსაწყისი, როგორია სამყაროს ისტორია და რა არის მისი მომავალი, რატომ არის სამყარო ისეთი, როგორიც არის, რატომ ვხედავთ მარტო სამ სივრცულ განზომილებას და არა მეტს, სად არიან სხვა დამატებითი განზომილებები, რა არის გრავიტაციის კვანტური თეორია და ა.შ. ჩვენი თეორიები ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობაა''
(უფრო აკონკრეტებს მისი თეორიის ძირითად არსს)
,, დამატებითი განზომილებები ჯერ ჰიპოთეზაა. ისინი შეიძლება არც არსებობენ. შეიძლება არსებობენ, მაგრამ იმდენად პატარა მანძილებზე, რომ, სამწუხაროდ, დღეს იგი შეიძლება ვერც ერთმა ექსპერიმენტმა ვერ დაადგინოს.
ექსპერიმენტების რამდენიმე კატეგორიაა - მაგალითად, კოსმოლოგიური კვლევები, რომელიც შეეხება დიდ მანძილებზე არსებულ განზომილებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არის ექსპერიმენტები, რომლებიც გრავიტაციის ცვლილებას უყურებენ მზის სისტემის შიგნით, მაგალითად, მთვარის ორბიტის ცვლილებას - ეს მთვარის პერიჰელიუმის პრეცესიაა, რომელიც, აგრეთვე, წინასწარმეტყველებს დამატებითი განზომილებების არსებობას. არსებობს, ასევე, მთვარის ლაზერული ზონდირების ექსპერიმენტი, რომლის დროსაც მთვარის ზედაპირზე ლაზერული სხივის არეკვლა ხდება. ამ ექსპერიმენტებიდანაც დიდ შედეგებს ველოდებით.
რა თქმა უნდა, ექსპერიმენტების მნიშვნელოვანი კატეგორიაა სუკტ-ის ამაჩქარებელი. ფედფთ -ს და თქთ-ს, კოლოსალური ბიუჯეტის მქონე და კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს ექსპერიმენტებს ფიზიკოსების მთელი არმია ამზადებს და ელოდება. ეს, იმედია, საშუალებას მოგვცემს დამატებითი განზომილებები დავამზიროთ უფრო მოკლე მანძილებზე. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ნებისმიერი პასუხი სასურველი შედეგის მიღების გარეშეც პასუხია - უარყოფითიც დიდ ინფორმაციას გვაძლევს და დადებითიც''.
მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთმიმართება არ არის ურთიერთგამომრიცხავი პროცესი, ეს მხოლოდ პარალელური პროცესია. ისინი არ უნდა განვიხილოთ ერთმანეთთან დაპირისპირებაში. ჩვენ მეცნიერულად ვაკვირდებით ისეთ მოვლენებს, რისი დამტკიცებაც ექსპერიმენტულად შეგვიძლია. ისეთი მოვლენები, რაც არ შეგვიძლია ცდებით გავიმეოროთ და დავამტკიცოთ, ყოველთვის იარსებებს. მაგალითად, ჩვენ ხომ არ შეგვიძლია თავიდან დავაბრუნოთ დრო, გავიმეოროთ ახალი დიდი აფეთქება და იგი განმეორებადი გავხადოთ. შესაბამისად, იარსებებს კითხვები, რომელზეც პასუხი არ გვექნება ან სხვაგან დავიწყებთ პასუხის ძიებას. ეს ბუნებრივია, თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ რა კითხვაზეც პასუხი არ გვექნება, მას აუცილებლად რელიგიური ინტერპრეტაცია უნდა მიეცეს.
არსებობს ფუნდამენტური კითხვები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ცნობიერად თუ ქვეცნობიერად აწუხებს - საიდან ვართ ჩვენ, რა დანიშნულება გვაქვს, როგორ წარმოვიშვით, რამე განსაკუთრებული მისია გვაკისრია თუ სამყაროს ერთი პატარა ნაწილი ვართ. ლოგიკურია თუ შემთხვევითი, რომ ჩვენი ადგილი ამ სამყაროშია. - ბევრ ასეთ კითხვაზე მეცნიერული პასუხის გაცემა შეუძლებელია დღესაც და შეუძლებელი იქნება რაღაც დროის განმავლობაში. პირველსაწყისის რელიგიური ინტერპრეტაცია და მეცნიერული ახსნა ერთმანეთს არ უნდა დავუპირისპიროთ. არის ნორმები, რაც შეიძლება მეცნიერულად შეისწავლო და არის ისეთი რამ, რაც მეცნიერულად, ტექნიკურად მიუწვდომელია.
,,მეცნიერების მდგომარეობა საქართველოში რთულია. რა თქმა უნდა, პოტენციალი არსებობს და საკმაოდ დიდიც, მაგრამ მას გამოყენება და განვითარება უნდა. ამისთვის კი ერთადერთი ნაცადი გზა ისაა, რომ სახელმწიფომ პრიორიტეტად დაისახოს მეცნიერების განვითარება. რასაკვირველია, ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა...თანაც, მოგება ამ ინვესტიციიდან ასმაგია, თუმცა ერთი შეხედვით ეს შეიძლება არ ჩანს”,-ასეთ განცხადებას აკეთებს ქართველი ფიზიკოსი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი გია დვალი. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში მეცნიერების დაფინანსება გაიზარდა და ამ მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, ქართველი მეცნიერებისთვის საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების პრაქტიკული რეალიზაციისთვის საჭირო პირობები კვლავაც არასახარბიელოა. სამაგიეროდ, პოტენციალი, რომელიც გია დვალის თქმით, საქართველოში ნამდვილად არსებობს, ხშირად ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჰპოვებს გამოვლენას. ძალიან ბევრი ქართველი მეცნიერი უცხოეთის წამყვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში წარმატებით მოღვაწეობს.

9 comments:

  1. რამდენ ახალგაზრდას აინტერესებს ეს საკითხები და იმის გამო რომ არანაირი ელემენტარული პირობები არ არსებობს, არავის იმის გარანტია არ აქვს როცა უნივერსიტეტს დაამთავრებს რა საქმიანობით უნდა დაკავდეს, ამიტომ უარს ამბობენ საყვარელ საქმიანობაზე და რაღაც სხვა საკითხებით კავდებიან, სამწუხაროდ !!!

    ReplyDelete
    Replies
    1. This comment has been removed by the author.

      Delete
    2. ჩემი უპირველესი ინტეტესის სფეროა, მაგრამ სწორედ მაგ მიზეზის გამო მედიცინაში ვარ ახლა.

      Delete
  2. ჩემი საყვარელი სფეროა, მაგრამ სამწუხაროდ გასაქანის არარსებობის გამო ახლა მედიცინაში ვარ.

    ReplyDelete
  3. ჩემი საყვარელი სფეროა, მაგრამ სამწუხაროდ გასაქანის არარსებობის გამო ახლა მედიცინაში ვარ.

    ReplyDelete
    Replies
    1. თითქმის არანაირი პირობები არ არსებობს წინსვლის. მართლა ძალიან ბევრია, ვისაც გულით უნდა ფიზიკას გაჰყვეს, მაგრამ სამწუხაროდ ამ ნიჭს სხვა მიმართულებით უშვებ და რეალურად კლავს საკუთარ სურვილს...

      წარმოიდგინეთ რამდენია ასე ბუნებით დაჯილდოვებული ადამიანი, რომელთა ნიჭიც იკარგება!

      Delete
  4. როგორც მე ვხედავ ყველაზე წარმატებული ფიზიკოსი ლამის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, რაც საგონებელში მაგდებს თსუში ჩავაბარო თუ თავისუფალში ფიზიკაზე, რადგან თავისუფალსაც აქებენ ძალიან და ბევრი გადავიდა, თუ გაქვთ ვინმეს რაიმე რჩევა, გისმენთ <3

    ReplyDelete
  5. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  6. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete